სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

14:49 | 4.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ დიქსონი პირველი წრის ბოლომდე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი „ტიტებში“ ითამაშებს. 29 წლის მოთამაშე თბილისურ გუნდში ჩინეთში დაბრუნებამდე დარჩება.

როგორც „ტიტების“ ვებგვერდი იტყობინება, მაიკლი გუნდში პირველი წრის ბოლომდე დარჩება და გუნდს 7 შეხვედრაში დაეხმარება. ტრანსფერში დიდი როლი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ითამაშა, რომელიც დიქსონს ძალიან კარგად იცნობს.

"დიქსონი, სანამ კარიერის გასაგრძელებლად ჩინეთის ჩემპიონატში გადავა, მანამდე ფორმის შესანარჩუნებლად ჩვენ გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს. ტიტებში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, მისი დონის მოთამაშესთან ვარჯიშში, ისინი კიდევ უფრო გაიზრდებიან და განვითარდებიან", - თქვა "ტიტების" გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა და საშუალოდ თამაშში 16.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 პასს აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112541