ფეხბურთი

14:15 | 4.12.2020 | ნანახია 466 - ჯერ

ოტამენდის უხეშობა და ნიკა კაჭარავას მძიმე ტრავმა

პოზნანის „ლეხის“ ქართველმა ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ ტრავმა მიიღო. ევროპა ლიგის მეხუთე ტურში ნიკა ლისაბონში, „ბენფიკასთან“ (0:4) ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 42-ე წუთზე შეცვალეს.

კაჭარავას წინააღმდეგ პორტუგალიელთა არგენტინელმა მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ იუხეშა და ჩვენებურმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

მან მოედანი მხოლოდ საკაცის მეშვეობით დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამედიცინო გამოკვლევის შედეგი ცნობილი არაა, ერთი შეხედვით, მძიმე ტრავმა ჩანს.

შეგახსენებთ, ნიკა კაჭარავა „ლეხში“ მიმდინარე სეზონის წინ იჯარით გადავიდა, მისი სატრანსფერო უფლებები კი ისევ ფამაგუსტას „ანორთოსისს“ ეკუთვნის.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:15 | 14.05.2019
THE CROW (214)

ჩინეთში გააგდეთ ეს უვარგისი ამის ნათამაშები არ გაიშვა...

15:15 | 14.05.2019
THE CROW (214)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

0.087383
466