1963- დაიბადა სერგეი ბუბკა. ლეგენდარული უკრაინელი მძლეოსანი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში 1988 წლის ოლიმიური ჩემპიონი. ზედიზედ ექვსჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული (1983, 1987, 1991, 1993, 1995, 1997)- ასევე ფლობს ევროპის ჩემპიონობას (1986). ორჯერ გაიმარჯვა ყოფილი სსრკ-ის პირველობაზე (1984, 1985). პირველი ჭოკით მხტომელია, რომელმაც ექვსმეტრიანი ბარიერი დაძლია. ბუბკას მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი (6 მეტრი და 14 სანტიმეტრი) დღემდე ხელშეუხებელია. ბუბკას დამყარებული აქვს მსოფლიოს 35 რეკორდი (18 დახურული დარბაზის). 1993 წლის 21 თებერვალს იგი დონეცკის დარბაზში 6 მეტრსა და 15 სმ-ზე გადახტა. სერგეი ბუბკა ამჟამად უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია. იგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი და სოკ-ის ათლეტთა კომისიის თავმჯდომარეა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1889- ბეისბოლისტებმა საკუთარი ასოციაცია ჩამოაყალიბეს და ეროვნულ ლიგას განუდგნენ.
1960- ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებში “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” “ტრანმერ როვერსი” 9:2 დაამარცხა, ხოლო “ჩელსიმ” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” 7:1 მოუგო. “ლონდონელ არისტოკრატთაგან” 5 გოლი ჯიმი გრივზმა გაიტანა.
1958- ბობ ტიმმა და ჯონ კუკმა თვითმფრინავ “სესნა 172”-ით ჰაერში 64 დღე გაატარეს. ისინი ლას ვეგასის აეროდრომიდან 4 დეკემბერს აფრინდნენ და დედამიწაზე 1959 წლის 7 თებერვალს დაბრუნდნენ.
1959- თბილისის “დინამომ” საფრანგეთში ჩატარებული ტურნეს დასკვნით, მესამე მატჩში პარიზში “ნიმ ოლიმპიკს” 2:0 მოუგო. გოლები ზაურ კალოევმა და მიხეილ მესხმა გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, კესარევი, თორაძე, ჩოხელი, ცარიოვი, ზეინკლიშვილი, შაპოვალოვი, იამანიძე, კალოევი, ღოღობერიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1961- ფლოიდ პატერსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ტომ მაკნილი მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1964- ბეისბოლის ეროვნულ ლიგაში, მოთამაშეთათვის თავისუფალი აგენტის სტატუსი დაუშვეს.
1967- თბილისის “დინამომ” ირანული ტურნეს მსვლელობისას თეირანში, ამ ქალაქის ნაკრებთან 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები მიხეილ მესხმა და გოჩა გავაშელმა გაიტანეს. “დინამო”: გრძელიშვილი, პეტრიაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, რეხვიაშვილი, კუტივაძე (ბ. სიჭინავა), ასათიანი, დათუნაშვილი, მეტრეველი (ლ. ნოდია), გავაშელი, მესხი. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.
1978- ფეხბურთში ევროპის სუპერთასის გათამაშების პირველ მატჩში, ბრიუსელის “ანდერლეხტმა” “ლივერპულს” 3:1 მოუგო. გოლები ვერკოტერენმა, ვან დერ ელსტმა, რენსენბრინკმა (“ანდრელეხტი”) და კეისმა (“ლივერპული”) გაიტანეს.
1988- “შარლოტ კოლიზეუმში” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი შეხვედრა ჩატარდა. ადგილობრივმა “ჰორნეთსმა” “კლივლენდ კავალიერზთან” 93:133 წააგო.
1994- დევისის თასის 83-ე გათამაშების ფინალში, შვედეთის ეროვნულმა გუნდმა რუსეთის ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი მოსკოვში ჩატარდა.
1997- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშე ლეტრელ სპრიუელს, მწვრთნელისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობისათვის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
1997- გაიმართა მსოფლიოსა და ევროპის ფეხბურთელთა ნაკრებების მატჩი. შეხვედრა მარსელში ჩატარდა და იგი პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებისაგან შემდგარმა გუნდმა 5:2 მოიგო. გამარჯვებულთაგან ორი გოლი რონალდომ გაიტანა.
1997- ედსონ არანტეს დუშ ნასიმენტუს (პელეს) ლონდონის ბუკინჰემის სასახლეში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა რაინდის წოდების დამადასტურებელი ორდენი გადასცა.
2004- მჩატე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა WBC ასოციაციის ვერსიით ხოსე ლუის კასტილიომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. მან ქულებით (116-112, 117-111, 113-115) პლანეტის ექსჩემპიონი ჟოელ კასამაიორი დაამარცხა.
2006- საფეხბურთო კლუბი “ლივერპული” Dubai International Capital group კონსორციუმმა 450 მილიონ გირვანქად იყიდა.
2008- ათენის “პანათინაიკოსმა” კაუნასში “ჟალგირისს” 80:69 მოუგო და მეხუთე კლუბი გახდა, რომელმაც საკალათბურთო ევროლიგაში 300 მატჩი მოიგო. “პანათინაიკოსამდე” ამ მიჯნას მადრიდის “რეალმა”, მოსკოვის ცსკამ, თელ ავივის “მაკაბიმ’ და “ბარსელონამ” მიაღწიეს.
2009- ეროვნული საკალათბურთო ლიგის კლუბმა “ნიუ ჯერსიმ” რეგულარულ პირველობაზე ზედიზედ 18 წაგების შემდეგ ახალ მთავარ მწვრთნელად კიკი ვანდერეგე დანიშნა და მისი ხელმძღვანელობით პირველსავე მატჩში “ნეთზმა” “შარლოტს” 97:91 მოუგო.
2012- ესპანეთის საჩოგბურთო ნაკრებმა დევისის თასის ფინალში არგენტინას 3:1 მოუგო და მეხუთედ დაისაკუთრა ამ გათამაშების ჩემპიონის ტიტული.
ამ დღეს დაიბადნენ
1933- მილდრედ მაკდენიელი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1947- ალექსანდრ ტკაჩოვი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ორძელზე ვარჯიშში.
1953- ჟან-მარი პფაფი. ბელგიელი გოლკიპერი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის პრიზიორი (მეოთხე ადგილი). ბელგიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 64 მატჩი.
1963- სერგეი ბუბკა. ლეგენდარული უკრაინელი მძლეოსანი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში 1988 წლის ოლიმიური ჩემპიონი. ზედიზედ ექვსჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული (1983, 1987, 1991, 1993, 1995, 1997). ასევე ფლობს ევროპის ჩემპიონობას (1986). ორჯერ გაიმარჯვა ყოფილი სსრკ-ის პირველობაზე (1984, 1985). პირველი ჭოკით მხტომელია, რომელმაც ექვსმეტრიანი ბარიერი დაძლია. ბუბკას მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი (6 მეტრი და 14 სანტიმეტრი) დღემდე ხელშეუხებელია. ბუბკას დამყარებული აქვს მსოფლიოს 35 რეკორდი (18 დახურული დარბაზის). 1993 წლის 21 თებერვალს იგი დონეცკის დარბაზში 6 მეტრსა და 15 სმ-ზე გადახტა. სერგეი ბუბკა ამჟამად უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია. იგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი და სოკ-ის ათლეტთა კომისიის თავმჯდომარეა.
1964- პაბლო მორალესი. ბატერფლაის სტილით სხვადასხვა დისტანციებზე გაცურვაში 1984 და 1992 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს ორი და ვერცხლის მედლები.
1965- ულფ კირსტენი. გერმანიის დემოკრატიული და ფედერაციული რესპუბლიკების ნაკრებთა ფორვარდი. ორივე ნაკრებში ჩატარებული აქვს 51-51 მატჩი. გფრ-ის ნაკრებში გაიტანა 21, გდრ-ის ნაკრებში - 14 გოლი. ულფ კირსტენი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი სამჯერ იყო. 182 გატანილი გოლით ბუნდესლიგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეხუთე ადგილზეა. ულფ კირსტენმა ლევერკუზენის “ბაიერის” რიგებში 1993 წელს მოიპოვა გერმანიის თასი. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2002). დრეზდენის “დინამოს” შემადგენლობაში ორჯერ გახდა გდრ-ის ჩემპიონი და სამჯერ მოიპოვა თასი.
1970- დირკ ჰაინენი. გერმანული ბუნდესლიგის “შტუტგარტის” მეკარე.
1971- ჰაიკო ჰერლიხი. ლევერკუზენის “ბაიერის”, მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი. დორტმუნდელებთან ერთად 1997 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ჰერლიხს შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება ტრავმებმა და ავთვისებიანმა სიმსივნემ არ მისცეს.
1972- ჰოვარდ აისლი. “იუტა ჯაზის” გამთამაშებელი (188 სმ).
1973- კორლის უილიამსონი. “ფილადელფია სიქსერზის” ფორვარდი (201 სმ).
1980- ბრაიან კუკი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მძიმე ფორვარდი (208 სმ).