ფეხბურთი

1:39 | 4.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "გენტმა" მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გაათავისუფლა...

გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ უმწვრთნელოდ დარჩა. ევროპა ლიგის მეხუთე ტურში ჩეხურ „ლიბერეცთან“ საშინაო მარცხის შემდეგ (1:2) ბელგიურმა გუნდმა ვიმ დე დეკერი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.

„გენტი“ მადლობას უხდის ახალგაზრდა სპეციალისტის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს. დე დეკერი „ბუფალოს“ სექტემბრიდან წვრთნიდა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა, სადაც კიევის „დინამოსთან“ დამარცხდა და ევროპა ლიგის ჯგუფში გადაინაცვლა.

აქ ბელგიელთა გამოსვლა საშინელი გამოდგა და „გენტმა“ აქამდე ჩატარებული ხუთივე თამაში წააგო „ჰოფენჰაიმის“, „ცრვენა ზვეზდასა“ და „ლიბერეცის“ გარემოცვაში. ბელგიის იუპილერ ლიგაშიც საქმეები კატასტროფულად მიდის და 14 ტურის თავზე 16 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ „გენტმა“ სეზონის იეს თორუპის ხელძღვანელობით დაიწყო, რომელიც ლაშლო ბოლონიმ შეცვალა, ხოლო რუმინელის ნაცვლად დე დეკერი დანიშნეს. ამრიგად, ჩაკვეტაძის გუნდს მიმდინარე სეზონში მეოთხე მწვრთნელი ეყოლება, რომლის ვინაობა ჯერ უცნობია.

0.11831