ფეხბურთი

21:18 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის ოთხთა ფინალში დაწყვილდნენ

უეფას ერთა ლიგის 2021 წლის ოთხთა ფინალის წილისყრა გაიმართა და წყვილები ცნობილი გახდა. მოგეხსენებათ, ფინალურ ოთხეულში თამაშის უფლება A დივიზიონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულებმა მიიღეს - იტალია, ესპანეთი, ბელგია და საფრანგეთი.

წილისყრის შედეგად, ნახევარფინალში იტალია ესპანეთს, ხოლო საფრანგეთი ბელგიას შეხვდება. გამარჯვებულები ფინალში გავლენ და ტიტულისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებულები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.

ტურნირს იტალიის ქალაქები, მილანი და ტურინი უმასპინძლებენ და განრიგი ასეთია:

  • ნახევარფინალი, 6-7 ოქტომბერი (2021 წელი)
  • იტალია - ესპანეთი (მილანი, სან სირო)
  • საფრანგეთი - ბელგია (ტურინი, ალიანც სთედიუმი)
  • მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი, 10 ოქტომბერი
  • ნახევარფინალში დამარცხებულები (ტურინი)
  • ნახევარფინალში გამარჯვებულები (მილანი)

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველი ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელიც ტიტულს ვერ შეინარჩუნებს, რადგან ოთხთა ფინალში ვერ გავიდა.

თეგებიერთა ლიგა
0.132982