ფეხბურთი

17:12 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილა“ გრილიშს 110 მილიონად აფასებს

„ასტონ ვილა“ თავის კაპიტან ჯეკ გრილიშს ერთობ ძვირად აფასებს. ბირმინგემელები მასში 110 მილიონ ევროს ითხოვენ - გვამცნობს The Telegraph.

გასულ ზაფხულს „ასტონ ვილა“ გრილიშში 77 მილიონი ევროს მიღებას გეგმავდა, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა და 25 წლის შემტევ ნახევარმცველს კონტრაქტი გაუგრძელეს.

ბრიტანული მედია წერდა, რომ გრილიშით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „სიტი“ იყვნენ დაინტერესებული, თუმცა ჭორების იქით საქმე არ წასულა.

გრილიში „ასტონ ვილას“ აღზდილია. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 9 მატჩში 5 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

0.121735