ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ მესამე შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, „როდ აილენდ რემსთან“ 13 ქულიანი სხვაოით, 63:76 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ყველაზე მეტი - 38 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრომ 25 ქულა, 10 მოხსნა. 2 პასი დეა 1 ჩაჭრა მიითვალა და ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.
21 წლის ფორვარდმა 8-და 4 სამქულიანი, 9-დან 4 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„სეტონ ჰოლს“ 1 მოგების საწინააღმდეგომ 2 მარცხი აქვს და მე-10 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი 5 დეკემბერს „ორეგონ დექსთან“ ჩაატარებს.