ფეხბურთი

11:51 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეამ ვან დერ სარს გადაუსწრო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ, 2 დეკემბერს, „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში (1:3), 58-ედ დაიცვა „ეშმაკუნების“ კარი ევროთასებზე და ამ მაჩვენებლით ყოფილ მანჩესტერელს, ედვინ ვან დერ სარს გადაუსწრო. ჰოლანდიელ მეკარეს 57-ჯერ დაეცვა მანკუნიანელთა კარი ევროსარბიელზე.

მესამე ადგილზე კი ლეგენდარული პიტერ შმაიხელია - 43 მატჩი ევროთასებზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115177