თამაშგარე

12:46 | 3.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონს და კემბელს ძველი რომანი გაუხსენეს

თავის საქმეში ორი ჭეშმარიტი ლეგენდის - მოკრივე მაიკ ტაისონისა და ტოპ-მოდელ ნაომი კემბელის სასიყვარულო ურთიერთობები იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ეს დღეს ბევრს უბრალოდ აღარ ახსოვს. არადა, ეს წყვილი ერთურთს ჯერ კიდევ მაშინ გადაეფსკვნა, როდესაც მათი სახელები ბევრმა არავინ იცოდა.

დაახლოებით 30 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნაომი და მაიკი ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შეხვდნენ. მაშინ მაიკმა რამდენიმე ორთაბრძოლა მიჯრით მოიგო, ნაომი კი მაშინღა იწყებდა სამოდელო კარიერას. ამ შეხვედრის შესახებ მიაკის ძველმა მეგობარმა, სკანდალებზე დაგეშილ ბრიტანელ ჟურნალისტებს უამბო.

მაიკ ტაისონსა და ნაომი კემბელს სულ რაღაც სამთვიანი სასიყვარულო რომანი ჰქონიათ. შეხვედრიდან, ანუ გაცნობიდან პირველივე დღეს ნამეტანი მოსწონებიათ ერთურთი და კაფის ტუალეტში დიდი ხნის მანძილზე შეკეტილან. როდესაც მაიკის მეგობარი და მენეჯერი ტუალეტში შევიდა, იქ ამბავი დახვედრია, ენა რომ ვერ აღწერს და ფიქრი რომ ვერ განავრცობს. ახლა ტასონიც და კემბელიც დაოჯახებული, ცნობილი ხალხია და ცხადია ამ ამბების გახსენება დიდად არც ერთს ეპიტნავება.

0.156544