ლებრონ ჯეიმსი კარიერას ლოს ანჯელეს „ლეიკერსში“ დაასრულებს. ამერიკული მედიის ცნობით, კლუბსა და ლებრონს შორის კონტრაქტის განახლების შესახებ შეთანხმება შედგა.
ჯეიმსი, რომლის მოქმედი ხელშეკრულება 2021 წელს იწურება, „ლეიკერსთან“ ახალ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს 2023 წლის ზაფხულამდე, რომლის ღირებულება კი 85 მილიონი დოლარია.
ჯეიმსი 2023 წელს 39 წლის იქნება და დიდი ალბათობით, აქტიურ სპორტულ კარიერას დაასრულებს.
შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსს“ 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა და ლოს ანჯელესურ გუნდს 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.