ფეხბურთი

22:07 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კეინი ევროპა ლიგის მატჩს გამოტოვებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ლასკ-ის წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

პორტუგალიელ სპეციალისტს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დაზიანება აქვს კეინს, მაგრამ აღნიშნა, რომ "ჰარის "არსენალთან" თამაშის კარგი შანსი აქვს".

ავსტრიულ გუნდთან ასევე შესაძლოა ვერ ითამაშონ კარლოს ვინისიუსმა, ერიკ ლამელამ და სერხიო რეგულონმა.

მიმდინარე სეზონში ჰარიმ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. "ტოტენჰემი" J ჯგუფში ცხრა ქულით "ანტვერპის" შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება.

0.142172