ფეხბურთი

21:45 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის სუპერთასი შესაძლოა საუდის არაბეთში არ გაიმართოს

ესპანეთის 2021 წლის სუპერთასი შესაძლოა საუდის არაბეთში კორონავირუსის გამო არ გაიმართოს. საუდის არაბეთში გულშემატკივრების დაშვება სტადიონებზე პანდემიის გამო აკრძალულია, ხოლო სუპერთასი აღნიშნულ ქვეყანაში მოგების მიზნით ტარდებოდა და ამ შემთხვევაში როგორც კლუბები, ასევე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ფინანსური ზარალი მიადგებათ. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ტურნირი, რომელშიც "რეალმა", "ბარსელონამ", "ბილბაომ" და "სოსიედადმა" უნდა მიირონ მონაწილეობა, შესაძლოა ესპანეთში 13-17 იანვარს გაიმართოს. ჯერჯერობით უცნობია, ესპანეთში გადასვლის შემთხვევაში, რომელ სტადიონზე შედგება მატჩები. აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთის და საუდის არაბეთის ფედერაციებს სამწლიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და ესპანურ წყაროს არ დაუკონკრეტებია ესპანეთში მატჩების გადატანასთან დაკავშირებით ფედერაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო თუ არა.

0.119401