ფეხბურთი

17:29 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" ზიდანს სრული ნდობა გამოუცხადეს

მადრიდის „რეალიდან“ ზინედინ ზიდანის გათავისუფლება არ იგეგმება. As-ის ინფორმაციით, მიუხედავად წარუმატებელი შედეგებისა, კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგ სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ზიდანის მომავალი დღის წესრიგში არ დგას, მის კანდიდატურში ეჭვი არ ეპარებათ და არც არასდროს ეპარებოდათ.

„რეალში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „გლადბახს“ დაამარცხებენ და მერვედფინალში პირველი ადგილით გავლენ.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 3 წააგო და ფრანგი სპეციალისტის შესაძლო გათავისუფლებაზეც ხმების ამის შემდეგ დაირხა.

0.114547