ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „აიონას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 22-ქულიანი სხვაობით, 86:64 დაამარცხა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც: 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მამუკელაშვილზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მის ერთ თანაგუნდელს ჯარედ როდენს ქონდა, რომელმაც შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
ქართველი კალათბურთელის გუნდს 1 მოგების საპირისპიროთ 1 მარცხი აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 3 დეკემბერს „როუდ აილენდთან“ გამართავს.