ფეხბურთი

11:31 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: აქცენტი "ოლდ ტრაფორდისკენ"

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მეხუთე ტურის რვა მატჩი დარჩენილ ოთხ ჯგუფში გაიმართა. თუმცა, ორ ქვეჯგუფში მერვედფინალისტთა ვინაობა გარკვეულია, სამაგიეროდ, ორგან ყველაფერი ღიაა.

E ჯგუფში „ჩელსიმ“ და „სევილიამ“ ჯერ კიდევ გასულ კვირაში გაიფორმეს პლეი-ოფის საგზური და მშვიდად არიან, მაგრამ დღეს „სანჩეს პისხუანზე“ ერთმანეთს შეხვდებიან და ეს თამაში მაინც მნიშვნელოვანია. საქმე ის არის, რომ ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვთ და პირველი ადგილის ბედი გასარკვევია. ამრიგად, დღეს გამარჯვებული პლეი-ოფში პირველი ადგილით გავა, რაც ნამდვილად არის დამატებითი დადებითი ფაქტორი. ჯგუფის მეორე მატჩსაც ახლავს ინტრიგა - „კრასნოდარი“ „რენს“ დაუხვდება და ისინი ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, რაც უმნიშვნელო არც ერთისთვის არის და არც მეორესთვის.

F ჯგუფში „დორტმუნდი“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლებს. გერმანელებიც და იტალიელებიც ძალიან ახლოს არიან მერვედფინალთან, ეს მხოლოდ დროის ამბავია. „სიგნალ იდუნა პარკზე“ გასამართი შეხვედრა უბრალოდ იმას გაარკვევს, ვინ იქნება პირველი. სხვათა შორის, პირველ ტურში „ლაციომ“ გერმანულ გუნდს შინ 3:1 მოუგო, მაგრამ ამ წუთისთვის ჯგუფს „დორტმუნდი“ ლიდერობს და „ლაციოს“ ქულით უსწრებს. პარალელურად, „ბრიუგე“ „ზენიტს“ დაუხვდება და აქ უფრო მესამე ადგილის ბედი წყდება. თუმცა, ბელგიელები გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსსაც დაიტოვებენ, „ლაციო“ გერმანიაში თუ წააგებს.

G ჯგუფში „ბარსელონა“ ლაშა დვალის „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ ითამაშებს. ლიონელ მესი ისევ ისვენებს, როგორც ერთი კვირის წინ კიევის „დინამოსთან“. „ბარსა“ ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ბოლო ორ მატჩში 8 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე კი რონალდ კუმანის გუნდი შეუდარებელია და ოთხივე თამაში ძალიან ადვილად მოიგო. „ბარსას“ პლეი-ოფი განაღდებული აქვს, პირველ ადგილთანაც ძალიან ახლოსაა. „იუვენტუსი“, რომელიც ასევე მერვედფინალისტია, კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს. ტურინელებმა პლეი-ოფი წინა კვირაში გაიფორმეს, მაგრამ ანდრეა პირლოს გუნდი ძალიან არასტაბილურია და ამიტომ, ახლა გამარჯვება ფსიქოლოგიურად ძალიან სჭირდება. კიევის „დინამო“ და „ფერენცვაროში“ კი ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ისინი ერთმანეთს ბოლო ტურში უკრიანაში შეხვდებიან და ყველაფერი იქ გადაწყდება.

ყველაზე საინტერესო მდგომარეობა H ჯგუფშია. „მანჩესტერ იუნაიტედი“ დღის ცენტრალურ მატჩში „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. ედინსონ კავანი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს და ურუგვაელი ჩინებულ ფორმაშია. „მანჩესტერი“ მოგების შემთხვევაში მერვედფინალში გავა, ხოლო პსჟ-ს წაგება პრაქტიკულა დაღუპავს და შარშანდელიფ ფინალისტი ჯგუფში ჩარჩენისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. თავის მხრივ, თუ ყველაფერი პირიქით მოხდება და პსჟ-მ მოიგო, „მანჩესტერის“ საქმე გართულდება, რადგან ბრძოლაში ბოლომდეა ჩართული იულიან ნაგელსმანის „ლაიფციგი“, რომელიც თურქეთში „ბაშაკშეჰირს“ ეთამაშება. სხვათა შორის, „მანჩესტერი“ და პსჟ აქამდე სამჯერ შეხვედრიან და სამჯერვე იმ გუნდმა მოიგო, რომელიც სტუმრად თამაშობდა...

E ჯგუფი

„კრასნოდარი“ – „რენი“

„კრასნოდარი“ (4-2-3-1): გოროდოვი; სმოლნიკოვი, მარტინოვიჩი, კაიო, ჩერნოვი; გაზინსკი, ოლსონი; ვანდერსონი, კლაესონი, კაბელა; ბერგი

„რენი“ (4-3-3): გომისი; ტრაორე, და სილვა, ნიამსი, მუასა; კამავინგა, ნზონზი, ბურიჟე; დოკუ, ჰონუ, დელ კასტილიო

„სევილია“ – „ჩელსი“

„სევილია“ (4-3-3): ვაცლიკი; ნავასი, კუნდე, კარლოსი, რეკიკი; ჯორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი; ოკამპოსი, დე იონგი, მუნირი

„ჩელსი“ (4-3-3): მენდი; ასპილიკუეტა, რუდიგერი, ზუმა, ემერსონი; ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ჰავერტცი; ჰადსონ-ოდოი, ჟირუ, პულიშიჩი

F ჯგუფი

„დორტმუნდი“ – „ლაციო“

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; მუნიე, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო; დელანი, ვიტსელი; აზარი, რეინა, სანჩო; ჰოლანდი

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ლუის ფელიპე, აჩერბი, რადუ; ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, ფარესი; კორეა, იმობილე

„ბრიუგე“ – „ზენიტი“

„ბრიუგე“ (3-5-2): მინოლე; მატა, მეხელე, კოსონუ; რიჩა, რიცი, ვანაკენი, ვორმერი, სობოლი; დე კატელარე, ლანგი

„ზენიტი“ (4-3-3): კერჟაკოვი; სუტორმინი, პროხინი, რაკიცკი, ჟირკოვი; ეროხინი, ბარიოსი, კუზიაევი; მალკომი, ძიუბა, დრიუსი

G ჯგუფი

„იუვენტუსი“ – „დინამო კიევი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, დანილო; კულუშევსკი, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი; მორატა, რონალდუ

„დინამო კიევი“ (4-5-1): ბუშჩანი; კეძიორა, პოპოვი, ზაბარნი, მიკოლენკო; სიდორჩუკი, შაპარენკო, ციგანკოვი, შეპელიევი, დე პენა; ვერბიჩი

„ფერენცვაროში“ – „ბარსელონა“

„ფერენცვაროში“ (4-3-3): დიბუში; ლოვრენშიში, ბლაჟიჩი, ფრიმპონგი, ჰეისტერი; სიგერი, ხარატინი, სომალია; ზუბკოვი, უზუნი, ნგუენი

„ბარსელონა“ (4-2-3-1): ტერ შტეგენი; ფირპო, მინგესა, დე იონგი, ალბა; პიანიჩი, ბუსკეტსი; ტრინკაუ, გრიზმანი, დემბელე; ბრაითვაითი

H ჯგუფი

„ბაშაკშეჰირი“ – „ლაიფციგი“

„ბაშაკშეჰირი“ (4-3-3): მერტ გიუნოკი; რაფაელი, შკრტელი, ეპურანუ, ბოლინგოლი; იოზჯანი, კაჰვეჯი, ტურუჩი; შადლი, ვისჩა, ბა

„ლაიფციგი“ (5-4-1): გულაშჩი; მუკიელე, კონატე, უპამეკანო, ჰალსტენბერგი, ანხელინო; ჰაიდარა, ზაბიცერი, ფორსბერგი, ნკუნკუ; პოულსენი

„მანჩესტერი“ – „პარი სენ ჟერმენი“

„მანჩესტერი“ (4-2-3-1): დე ხეა; ვან-ბისაკა, ტუანზებე, მაგუაირი, ტელეში; ვან დე ბეკი, ფრედი; რაშფორდი, ბრუნო ფერნანდეში, მარსიალი; კავანი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, ბაკერი; ერერა, დანილო, ვერატი; დი მარია, მბაპე, ნეიმარი

0.210512