ფეხბურთი

1:25 | 2.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "გადადგომაზე არ ვფიქრობ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დონეცკის „შახტართან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს რთული პერიოდი და ცუდი სერია აქვს, მაგრამ წინ უნდა იყურონ და მომდევნო მატჩზე იფიქრონ.

სხვათა შორის, „რეალმა“ ჯგუფურ ეტაპზე ერთ გუნდთან ორივე თამაში ბოლო 12 წელიწადში პირველად წააგო. 2008 წელს „იუვენტუსმა“ მოუგო მადრიდულ გრანდს ჯგუფში ორჯერ და ახლა იგივე „შახტარმა“ გააკეთა. ზიდანი კი კარგად აცნობიერებს, რომ მის გუნდს პრობლემები აქვს.

„მე არ ვფიქრობ გადადგომაზე. რთული დრო გვაქვს, შედეგების კუთხით ცუდი სერია. ეს არის რეალობა, მაგრამ უფრო წინ უნდა წავიდეთ. ვიცოდით, რომ ფინალი გველოდა და კარგად მოვემზადეთ. პირველი ტაიმი მშვენიერი იყო, გოლი დავიმსახურეთ, მაგრამ გატანა ვერ შევძელით. წინ ერთი თამაშია, რომელშიც გამარჯვება გვჭირდება.

მე მაქვს ძალა და ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ჩემი ფეხბურთელები. ლა ლიგის ბოლო ტურში ჩვენ გამარჯვება ნამდვილად არ დაგვიმსახურებია, მაგრამ დღეს ასე არ იყო. ახლა საჭიროა თავი ავწიოთ და შემდეგ მატჩე ვიფიქროთ, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. შახტართან ყველაფერი გავაკეთეთ, გოლის გატანის გარდა, რაც თამაშს გააიოლებდა. რთული მომენტი გვაქვს, მაგრამ ხასიათი და სიამაყე უნდა ვაჩვენოთ. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, ახლა ბოლო თამაშის მოგება მოგვიწევს“, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალს“ ჯგუფში 5 ტურის 7 ქულა აქვს. ზინედინ ზიდანის გუნდმა „ინტერს“ ორჯერ მოუგო, „შახტართან“ ორჯერ წააგო, ხოლო „გლადბახთან“ ფრედ ითამაშა, რომელსაც ბოლო ტურში შინ დაუპირისპირდება.

0.117089