საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თად მაკფადენი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
მაკფადენმა შვეიცარიასთან მოგებულ მატჩში (91:84) შესანიშნავად ითამაშა და პარკეტზე საუკეთესო იყო. თადუსმა საქართველოს ნაკრებს 24 ქულა, 6 პასი და 2 მოხსნა მოუტანა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა.
მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მაკფადენთან ერთად დანიელი გაბრიელ ლუნდბერგი, ხორვატი პავლე მარჩინკოვიჩი, იტალიელი ამადეო ტესიტორი და ბრიტანელი გაბე ოლასენი მოხვდნენ.
შეგახსენებთ, საქართელოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე აქამდე ჩატარებული ოთხივე თამაში მოგებული და ბუნებრივია ჯგუფში პირველ ადგილზეა. თუმცა, ილიას ზუროსის გუნდს მასპინძლის სტატუსით ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს.