თამაშგარე

13:55 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ლარისაც ეტრფოდა

პირის გამტეხი მრავალი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, პარაგვაელი მოდელი და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების სული და გული ლარისა რიკელმე თავისი დღე და მოსწრება სიტყვის ქალი იყო და ერთხელ ნათქვამს, დანაქადნებს თუ საჯაროდ დადებულ პირობას იგი არაფრის დიდებით არ გადადიოდა.

ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალებას სხვა მრავალი ცნობილი ლამაზმანების კვალად ლარისაც გამოეხმაურა. ცხადია მანაც აღიარა მარადონას გაუხუნარი სიდიადე და ისიც გაიხსენა, რომ არგენტინელი მობურთალი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუმირი იყო და თუკი ცხოვრებაში ვინმეს დიდი სიამოვნებით გაუწევდა ნებისმიერი სახის პარტნიორობას - ეს სწორედ დიეგო გახლდათ.

აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ლარისას ბედსა და საძინებელი ოთახიდან გამოსულ ხმებს ხშირად უკავშირებდნენ არაერთ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ლარისა კვლავაც არ აპირებს გათხოვებას და თავისუფალი ცხოვრებით ტკბობა მისთვის უმთავრესი ბედნიერებაა.

0.163357