სხვა

12:46 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები მარტში ითამაშებს  

უახლოესი ტურნირი ხელბურთის ეროვნული ნაკრებისთვის იქნება ევრო 2024-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც 2021 წლის 12-14 მარტს გაიმართება.

მონაწილეები არიან საქართველო, კვიპროსი, ბულგარეთი და დიდი ბრიტანეთი. ტურნირის მასპინძლის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. 2 საუკეთესო გუნდი გავა პლეიოფში, სადაც გათამაშდება მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდის საგზურები. მთავარი შესარჩევი ეტაპი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყება 32 გუნდის მონაწილეობით. გათამაშდება ევრო 2024-ის 20 საგზური. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია უმსპინძლებს.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი იანვარში უნდა გამართულიყო, მაგრამ ევროპის ხელბურთის ფედერაციამ, პანდემიის გამო, მარტისთვის გადადება ამჯობინა.

ხელბურთი. ევრო 2021. კაცები.

პირველი შესარჩევი ეტაპი. 12-14 მარტი, 2021

კვიპროსი, საქართველო, ბულგარეთი, ბრიტანეთი

2 საუკეთესო გავა პლეიოფში

0.127227