ფეხბურთი

19:24 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "იმედია, "ბარსელონას" პრეზიდენტი გავხდები და მესის დარჩენაში დავარწმუნებ"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, რომელიც მოახლოებულ არჩევნებში ისევ მონაწილეობს და კვლავ სურს „ბლაუგრანას“ პრეზიდენტობა, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

ლაპორტას განცხადებით, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გახდება და მესის აუცილებლად დაელაპარაკება, რადგან გუნდის აშენებს მის გარშემო აპირებს.

„მას უყვარს „ბარსელონა“ და ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. ვფიქრობ, რომ ლეოსთვის საუკეთესოა დაელოდოს ვინ მოიგბს არჩევნებს და შემდეგ გადაწყვიტოს რა უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, კარგი წინადადების შემთხვევაში ის „ბარსელონას“ აირჩევს.

ის მიცნობს და იცის როგორ ვმუშაობთ. გვსურს გამარჯვებული პროექტის შექმნა, გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე დომინანტები გავხდეთ და ამ მიზნის მისაღწევად მესი გვჭირდება. იმედი მაქვს, არჩევნების დასრულების შემდეგ პრეზიდენტი ვიქნები და მასთან ვილაპარაკებ.

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა აქვს სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები, მაგრამ ადრეც ყოველთვის ჰქონდა. 2006 წელს „ინტერმა“ 250 მილიონი შემოგვთავაზა, მაშინ მან მითხრა: „მინდა მამასავით მირჩიოთ რა გავაკეთო“, და მე ვუთხარი, რომ უნდა დარჩენილიყო, რადგან აქ დიდებისთვის ითამაშებდა“, - თქვა ლაპორტამ.

0.112907