იტალიური „მილანის“ ოფიციალურ ვებგვერდს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ესაუბრა და იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რის გამოც „როსონერიში“ დაბრუნდა. 39 წლის შემტევის განცხადებით, ეს მისთვის დიდი გამოწვევა იყო და სურდა „მილანის“ მენტალიტეტი შეეცვალა.
„ცხოვრება გამოწვევაა. ვგრძნობდი, რომ საკმარისი საქმე გავაკეთა და დავიწყე ფიქრი გამეგრძელებინა თუ არა კარიერა. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო აქ დაბრუნება და ვცდილობდი მენტალიტეტი შეცვლილიყო, რათა სიტუაცია შეცვლილიყო და გუნდი გამხდარიყო ის „მილანი“, რომელიც მე ვიცი და რომელიც მთელმა მსოფლიომ იცის.
მე საკუთარ თავს ბენჟამინ ბატონად ვთვლი, ყოველ დღე უფრო ახალგაზრდა ვხდები. ვითამაშებ იქამდე, როდემდეც შემეძლება მაღალ დონეზე თამაში. მინდა, რომ თავი ცოცხლად ვიგრძნო“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2020 წლის იანვარში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში შვედ ფორვარდს სერია A-ში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერია. „მილანი“ კი გათამაშებას 23 ქულით ლიდერობს და ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს.