ფეხბურთი

15:25 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას შვილის ცრემლები "ბომბონერაზე" (+VIDEO)

დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ "ბოკა ხუნიორსმა" პირველი თამაში ჩაატარა და "ბომბონერაზე" "ნიუელს ოლდ ბოიზს" უმასპინძლა. შეხვედრას დიეგოს უფროსი შვილი დალმა მეუღლესთან ერთად დაესწრო და იმ ლოჟაში იმყოფებოდა, რომელიც დიეგოს ეკუთვნოდა.

"ბოკას" გოლის შემდეგ დალმამ ცრემლები ვერ შეიკავა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა დიეგოს შვილს მადლობა გადაუხადეს და ის კიდევ ერთხელ ატირდა...

0.133647