ფეხბურთი

14:50 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" საუკეთესო სტარტი და რეკორდები

იტალიური „მილანისთვის“ ეს სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სერია A-ს დამაჯერებლად ლიდერობს. Opta-ს ინფორმაციით, 1994-1995 წლების სეზონიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ, „როსონერის“ საუკეთესო სტარტი აქვს.

9 ტურში 7 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება და 23 ქულა - ასეთი სტარტი „მილანს“ აქამდე არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ მილანელები გასული წლის მარტიდან მოყოლებული იტალიის ჩემპიონატში არ დამარცხებულან.

კიდევ ერთი რეკორდია ზედიზედ 29 თამაშში გოლის გატანა. „მილანმა“ ბოლოს გოლი გენუის „სამპდორიასთან“ ვერ გაიტანა (0:0), როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაბრუნების შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა.

„მილანი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 5-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსს“ კი 6 ქულით უსწრებს.

0.112372