ფეხბურთი

19:47 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მარადონას "ნიუელსის" მაისურით ითამაშა და გოლიც დიეგოს მიუძღვნა (+VIDEO)

ლიონელ მესიმ დიეგო მარადონას გოლი მიუძღვნა. "ბარსელონასა" და "ოსასუნას" შეხვედრაში არგენტინელმა ლამაზი გოლი გაიტანა, რის შემდგომაც "ბარსელონას" მაისური გაიძრო, რომლის შიგნით "ნიუელს ოლდ ბოიზის" მაისური ეცვია.

"ნიუელსი" ლეოს მშობლიური გუნდია, მაგრამ იქ დიეგო მარადონაც თამაშობდა 1993-1994 წლების სეზონში და მესის სწორედ იმ სეზონის 10-ნომრიანი მაისური ეცვა. ცხადია, გოლი მან დიეგოს მიუძღვნა.

სხვათა შორის, ბედის ირონიით, 29-ე წუთზე მესის ხელით გოლის გატანის მცდელობა ჰქონდა, რაც სიმბოლურია, როდესაც მარადონაზე ვსაუბრობთ... საბოლო ჯამში ლიონელი ბურთს ხელით აღარ შეეხო, გოლი ამის გარეშეც გავიდა, მარტინ ბრაიტვაიტმა გაიტანა.

"ბარსელონამ" "ოსასუნა" 4:0 გაანადგურა და ლა ლიგაში წარუმატებელი სერია, როგორც იქნა დაასრულა.

0.109614