ფეხბურთი

1:44 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ისევ გალიდერდა, მაგრამ...

ვიდეოარბიტრის ეფექტურობის შესახებ კამათი არ ცხრება. ვერ დაუდგენიათ, კარგია ის ფეხბურთისთვის თუ არა. აი, ამჯერადაც, ბრაიტონში დიდი ამბები იყო, მოსაგებად ჩასულ „ლივერპულს“ ორი გოლი გაუუქმეს, მესამე დამატებულ წუთზე კი მათ კარში პენალტი დანიშნეს და ორი ქულა ჯიბიდან ამოაცალეს.

მეორე მხრივ, მერსისაიდელებმა საკუთარ თავსაც უნდა უსაყვედურონ. მართალია ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლიათ, განსაკუთრებით დაცვაში, მაგრამ მეტი სიფხიზლე და კონცენტრაცია მართებთ, რაზეც მატჩის განმავლობაში ხშირად უთითებდა მათ მთავარი მწვრთნელი.

სტუმრები უკვე პირველ ტაიმში შეიძლებოდა მდევრის როლში აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ ნილ მოპემ პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი კარს ააცილა.

მალევე სალაჰმა შეაგდო, მაგრამ სანტიმეტრიანი თამაშგარეს მიზეზით გაუუქმეს. სტუმრები მე-60 წუთზე დაწინაურდნენ. ჟოტამ შეაგდო. სხვათა შორის, ეს პორტუგალიელის პირველი საგარეო გოლი გახლდათ „ლივერპულის“ მაისურით გატანილი პრემიერლიგში.

83-ე წუთზე სალაჰის ნაცვლად მინდორზე გასულმა მანემ გამოიჩინა თავი, თუმცა VAR-მა ისევ თამაშგარე დააფიქსირა. ამ და წინა შემთხვევაში, როცა სალაჰსაც არ ჩაუთვალეს გოლი, კლოპს პრეტენზიები ვერ ექნება. აი, დამატებულ წუთებზე მათ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი ერთობ საეჭვო გახლდათ: უელბეკი ისედაც ვეღარ უსწრებდა ბურთს, რობერტსონმა კი ბურთზე ითამაშა. კონტაქტი იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ასეთ პენალტს არ დანიშნავდნენ, ახლა კი მსაჯმა გამეორებას უცქირა და ნიშნულისკენ მიუთითა.

მერე ლივერპულელთა ლიდერმა ჯეიმს მილნერმა, რომელიც სამწუხაროდ დაშავდა და ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს მოუწევს „დასვენება,“ თავის ტვიტერში დაწერა: „ცხადია, რომ სერიოზული დისკუსია გვმართებს VAR-ის თაობაზე. მარტო არ ვარ, ვისაც ამ სიახლის გამო ფეხბურთისადმი გული გაუცივდა.“

„სიტიმ“ „ბარნლი“ 5:0 გაანადგურა. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ასეთი სურათი ჩვეულებრივ ამბად იქცა. „სიტის“ ხუთი უპასუხო ბურთი გააქვს „ბარნლის“ კარში. ამჯერად ყველაფერს ისიც დაემატა, რომ „ქალაქელებმა ძალიან იოლად გაიტანეს ამდენი ბურთი. მათ არც ტემპისთვის მოუმატებიათ, არც მაღალი პრესინგი უთამაშიათ, ენერგიის მინიმალური დახარჯვით აჯობეს სტუმრებს.

მატჩის გმირი რიად მაჰრეზი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„ლიდსმა“ კიდევ ერთი წარმოდგენა მოაწყო მერსისაიდში. არა, ამჯერად შვიდი გოლი არ გასულა, როგორც „ლივერპულთან“ მაშინდელ მატჩში, მაგრამ ამჯერდაც, „ევერტონთან“ იმდენი მომენტები შექმნეს, რამდენიმე მატჩს რომ ეყოფოდა. ჯამში მეტოქეებმა 38-ჯერ დაარტყეს კარისკენ, აქედან 15-ჯერ კარში.

გამარჯვებისა კი რაფინიამ გაიტანა, რომელიც ოქტომბერში გადაიბირეს ფრანგული „რენიდან“ 17 მილიონ გირვანქად. ეს ბრაზილიელის პირველი გოლი გახლდათ „ლიდსის“ მაისურით გატანილი.

ერთიც, „ლიდსმა“ „ევერტონს“ 1991 წლის შემდეგ პირველად მოუგო.

„ლივერპული“ კი გალიდერდა, მაგრამ ორი ქულა მაინც დაკარგა და დიდი შანსია კვირას უშუალო კონკურენტებმა გადაუსწრონ.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-10 ტური. 28 ნოემბერი

ბრაიტონი - ლივერპული 1:1

ბრაიტონი. „ამექსი.“

0:1 ჟოტა (60), 1:1 გროსი (90+2 პენ)

მე-20 წუთზე მოპემ ვერ გაიტანა პენალტი

ბრაიტონი: რაიანი, უებსტერი, დანკი, უაითი, მარჩი, გროსი, ბისუმა, ველტმანი, მოპე (ტროსარი 26), კონოლი (ლალანა 63, ჯაჰანბახში 71), უელბეკი

მწვრთნელი: გრემ პოტერი

ლივერპული: ალისონი, რობერტსონი, ფაბინიო, ფილიპსი, უილიამსი (ჰენდერსონი 46), ვეინალდუმი, მილნერი (ჯონსი 74), ჟოტა, ფირმინო, მინამინო, სალაჰი (მანე 64)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ველტმანი (45+1), უაითი (83); ალისონი (90+5)

სიტი - ბარნლი 5:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“

1:0, 2:0 მაჰრეზი (6, 22), 3:0 მენდი (41), 4:0 ტორესი (67), 5:0 მაჰრეზი (69)

სიტი: ედერსონი, მენდი, დიაში (გარსია 67), სტოუნზი, უოკერი, გიუნდოგანი, როდრი (ფერნანდინიო 46), ტორესი (ფოდენი 68), დე ბრუინი, მაჰრეზი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ბარნლი: პიკოკ-ფარელი, ტეილორი, მი, ტარკოვსკი, ლოუტონი, მაკნილი, ბენსონი, ვესტვუდი, როდრიგესი, ვუდი (პიტერსი 68), ბარნსი (ვიდრა 82)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: ლი მეისონი

გაფრთხილება არ ყოფილა

ევერტონი - ლიდსი 0:1

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“

0:1 რაფინია (79)

ევერტონი: პიკფორდი, ჰოლგეიტი (ბერნარდი 82), კინი, გოდფრი, აივობი (გომეში 67), ალანი, დუკურე, დევისი (დელფი 61), რიშარლისონი, კალვერტ-ლიუინი, ხამეს როდრიგესი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ლიდსი: მელიე, ალიოსკი, კუპერი, კოხი, ეილინგი, ფილიპსი, ჰარისონი (კოშტა 89), დალასი, კლიხი, რაფინია (პოვედა 84), ბემფორდი (როდრიგო 90+1)

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ალანი (90+2); ეილინგი (26), კუპერი (90)

ვესტ ბრომვიჩი - შეფილდი 1:0

1:0 გალაჰერი (13)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13116