ავტოსპორტი

0:46 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის 98-ე პოული ბაჰრეინში

მსოფლიოს უკვე შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, ბაჰრეინის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა რეკორდული დროით მოიგო და კარიერაში 98-ე პოულ პოზიციას დაეუფლა. მას 0.289 წამით ჩამორჩა ვალტერი ბოტასი. „მერსედესმა“ კი მოწინავე რიგში ორივე ადგილი დაჯავშნა. მესამე დრო მაქს ფერსტაპენმა დააფიქსირა.

რბოლა დღისით დაიწყო და შებინდებულზე, ხელოვნური განათების აკომპანიმენტით დასრულდა. ჰამილტონს ამ სეზნში უკვე 10 კვალიფიკაცია აქვს მოგებული და დარჩენილ ორ რბოლაში, ორივე კვალიფიკაციის მოგების შემთხვევაში, კარიერაში 100 პოული დაუგროვდება. მომდევნო რბოლაც ერთ კვირაში, ბაჰრეინის სახირზეა, სეზონს კი აბუ დაბის ეტაპი დაასრულებს.

„ახლა, როცა ზეწოლა მომეხსნა, თავს ზღვარზე რბოლის საშუალება მივეცი. შეცდომის ზღვარზე ვიყავი და მუდმივად იდეალურ ბალანსს ვეძებდი“, - განაცხადა

ჰამილტონმა, ვისაც ბაჰრეინში უკვე სამი კვალიფიკაცია აქვს მოგებული, რითაც სებასტიან ფეტელის მიღწევა გაიმეორა.

ფერსტაპენს მეორე რიგში, გვერდით თანაგუნდელი ალექს ალბონი ეყოლება, რომელმაც პრაქტიკაზე ავარიის შემდეგ, ახალი შასით იასპარეზა. მათ უკან დადგება სერხიო პერესი, ვისაც ფ1-ში დარჩენის ერთადერთ შანსად, „რედ ბულში“ გადასვლა რჩება.

ათეულში „ფერარის“ ვერცერთი პილოტი ვერ შევიდა. არადა გასულ სეზნში, მისმ პილოტებმა პირველი ორი შედგი პრაქტიკებზეც და კვალიფიკაციაზეც დააფიქსირეს. ამჯერად ფეტელი მე-11 დროს დასჯერდა, შარლ ლეკლერი კი მე-12 ადგილზე დადგება.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'27.264
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.289
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.414
  4. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1.010
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1.058
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1.153
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1.155
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.184
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.278
  10. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1.354
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1.885
  12. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.901
  13. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 2.293
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 3.954
  15. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) -
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.227
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.546
  18. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.847
  19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 2.874
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.918
0.141076