ინგლისური პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბარნლი“ 5:0 გაანადგურა. Sky Sports გვამცნობს, რომ ეს 117-ე გამარჯვება აღმოჩნდა „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელისთვის, ხოსეპ გვარდიოლასთვის ინგლისის ჩემპიონატში.
ხოსეპ
ანუ, ესპანელს ახლა ერთი მოგებით მეტი აქვს „სიტისთან“ ერთად ლიგაში, ვიდრე „ბარსელონაში“ მუშაობისას - 116 გამარჯვება 152 შეხვედრაში. „სიტისთან“ ერთად კი ეს პრემიერლიგაში მისთვის 161-ე მატჩი გახლდათ.
19 ნოემბერს „სიტიმ“ გვარდიოლას 2023 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი.