საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა Goal-მა შაბათს. თურმე „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავის, ლიონელ მესის გადაბირება ლონდონის „ჩელსისაც“ მოუწადინებია. „არისტოკრატები“ არგენტინელის გადაბირებას იმ შემთხვევაში შეეცდებიან, თუკი ლეო კატალონიურ კლუბს მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება და ჯერჯერობით გახანგრძლივებას არ აპირებს. მისი მთავარი მთხოვნელი კი „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ, სადაც ლეოს საყვარელი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მუშაობს. „ქალაქელები“ მესისთვის 10-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.