ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „ბარსელონა“ მის გარეშე თამაშს უნდა შეეჩვიოს.
„ამ სეზონში გარკვეულ მომენტებში მესი არ იქნება გუნდში პრობლემების გადასაჭრელად და დროა სხვებმა დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები და გუნდი შეეჩვიოს მესის გარეშე თამაშს. ნორმალურია, რომ კუმანი მას ზოგჯერ დაასვენებს, მაგრამ მე რომ „ბარსელონას“ მწვრთნელი ვიყო, ვისურვებდი, რომ მესი მუდმივად მოედანზე ყოფილიყო“, - თქვა რივალდომ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რივალდომ კიდევ ერთ ინტერვიუში ისაუბრა მესის შესახებ და აღშნიშნა, რომ არგენტენელი კატალონურ გრანდში დიდი ალბათობით ბოლო სეზონს ატარებს.