ფეხბურთი

10:27 | 28.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ექიმი სასწრაფო დახმარებას იძახებს - გავრცელდა საუბრის აუდიო ჩანაწერი (+VIDEO)

არგენტინულმა გამოცემა El Dia-მ დიეგო მარადონას პირადი ექიმისა და სასწრაფო დახმარების ოპერატორის საუბრის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა. ლეოპოლდო ლუკე იმ მომენტში მარადონას გვერდით არ იმყოფებოდა, მაგრამ მას დიეგოს პრობლემის შესახებ აცნობეს და დაუყოვნებლივ სასწრაფოში დარეკა.

დიალოგში ლუკე არ აკონკრეტებს, რომ საქმე დიეგო მარადონას ეხება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ გამიზნულად არიდებს მარადონას სახელის დასახელებას ინფორმაციამ პრესაში რომ არ გაჟონოს. წარმოგიდგენთ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის შინაარსს.

- გამარჯობა. შეგიძლიათ სან ანდრესის დასახლებაში გადაუდებელი სასწრაფო დახმარება გამოგზავნოთ?

- სად?

- ტიგრეში.

- მისამართი?

- ეს უბანია სან ანდრესი. “Calle Italia”, დაკეტილი უბანია.

- უბნის რომელი ნაწილია?

- 45-ე ნაწილი, აქ შემოვიდნენ და შემდეგ იკითხონ.

- რა მოხდა?

- არის ადამიანი, რომელსაც, როგორც მითხრეს, კარდიო-რესპირატორული შეტევა აქვს. ექიმი მას ეხმარება.

- ქალია თუ კაცი?

- კაცი.

- დაახლოებით ასაკი იცით?

- ზუსტად 60 წლისაა.

- თქვენი სახელი და გვარი?

- ლეოპოლდო ლუკე.

- ახლავე გადავცემ, კარგი?

- მადლობა. ნახვამდის.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, ბუენოს აირესის პროვინციის, ქალაქ ტიგრეში, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

0.121147