ფეხბურთი

20:31 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლ გასკოინი: "მარადონას გარეშე შილტონს ვერავინ გაიხსენებდა"

ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე პეტერ შილტონი დიეგო მარადონა 1986 წლის მუნდიალზე ხელით გატანილ გოლს დღემდე ვერ პატიობს. მან გუშინაც ისაუბრა ამის შესახებ. შილტონს ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა უპასუხა.

„გაზას“ განცხადებით, რომ არა მარადონას ის ორი გოლი და განსაკუთრებით, „ღმერთის ხელი“, პეტერ შილტონი დღეს არავის ემახსოვრებოდა.

„მარადონა ხატი იყო. ხალხი ყოველთვის იხსენებს „ღმერთის ხელს“, მაგრამ ასე პეტერ შილტონი პოპულარული გახდა. შილტი, ამ გოლმა ხალხს შენი გააცნო“, - თქვა გასკოინმა.

„გაზას“ შილტონმაც უპასუხა: „მადლობა „გაზა“, მიუხედავად ამისა, იმ მატჩის შემდეგ კიდევ 20 წელი ვითამაშე“, - აღნიშნა ინგლისელმა მეკარემ.

0.120721