ფეხბურთი

13:44 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იან ანდერსონი: "ზლატანთან დიალოგი მომავალში აუცილებლად გაგრძელდება"

იტალიური „მილანის“ ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს. აღნიშნულ თემასტან დაკავშირებით 39 წლის თავდამსხმელი ნაკრების მთავარ მწვრთნელს უკვე შეხვდა.

„როცა გავიგე, რომ ზლატანს ნაკრებში დასაბრუნება უნდა მას შევხვდი და ვილაპარაკეთ. ჩვენი დიალოგი მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა იან ანდერსონმა.

იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია. მან მიმდინარე სეზონში „შავ-წითლების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 10 თამაში ჩაატარა და 11 გოლის გატანა მოახერხა, რაც შეეხება ნაკრებს, მან შვედეთის ეროვნული გუნდი 2016 წელს დატოვა, სადაც 115 მატჩში 62 გოლი მიითვალა და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

0.116088