კალათბურთი

13:05 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: ფინეთთან საქართველოს არაერთი დებიუტანტი ეყოლება (+VIDEO)

მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის გამო, მომავალი ევროსაკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები თბილისში ვერ შეიკრიბა.

ლეგიონერები და მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ნაკრებს ფინეთში შეუერთდნენ. ამის გამო, ნაკრების თავკაცს ქართველ ჟურნალისტებთან ტრადიციული პრეს-კონფერენცია არ გაუმართავს. სანაცვლოდ, ილიას ზუროსმა შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ მედიისთვის ონლაინ-კომენტარები გააკეთა, ხოლო დღეს ფინეთის დედაქალაქიდან ჟურნალისტებს zoom-ის საშუალებით, ონლაინ-კონფერენციაზე შეხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133021