ჩოგბურთი

4:09 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის ღია პირველობა ორკვირიანი ტურნირი ხდება

მდრიდს ღია პირველობა, რომელსაც „კახა მაგიკას“ თიხის საფარიანი კორტები მასპინძლობს, მომავალი სეზონიდან ორკვირიანი ტურნირი გახდება. ATP-ს ტურზე მადრიდის ტურნირი მასტერსის სერიას მიეკუთვნება, WTA-ს ტურზე კი პრემიერ კლასიფიკაცია აქვს. აქამდე ის მხოლოდ ერთკვირიანი იყო.

მასტერსის სერიის ტიტული ტურნირს 2002 წლიდან მიენიჭა და მაშინ ის ჰარდზე ტარდებოდა. 2009 წლიდან კი თიხნარზე გადაინაცვლა. და მასთან WTA-ს ტურნირიც გაერთიანდა. მადრიდული ტურნირი წელს არ ჩატარდა, რისი მიზეზიც, კორონავირუსის პანდემია გახდა.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი (ფოტოზე). ჯოკოვიჩმა ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი ორ სეტში დაამარცხა. სულ კი მას მადრიდული მასტერსი სამჯერ აქვს მოგებული. რაც შეეხება ბერტენსს, მან ფინალში რუმინელ სიმონა ჰალეპს (ტურნირის ორგზის ჩემპიონია) ასევე ორ სეტში მოუგო.

0.11869