ფეხბურთი

2:35 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგას ოთხი 1/16-ფინალისტი ჰყავს

ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ოთხი ტური მიილია და ოთხმა გუნდმა 1/16 ფინალში თამაშის უფლება გაინაღდა. ინგლისური კლუბები, „არსენალი“ და „ლესტერი“, იტალიური „რომა“ და გერმანული „ჰოფენჰაიმი“ - ეს ოთხეული პლეი-ოფის საწყის ეტაპზე აუცილებლად ითამაშებს.

„ჰოფენჰაიმმა“ და „არსენალმა“ ჯგუფში აქამდე ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგეს და ცხადია, პლეი-ოფის საგზური უპრობლემოდ მოიპოვეს. „რომას“ და „ლესტერს“ კი 10-10 ქულა აქვთ, მაგრამ ოფიციალურად ისინიც შემდეგ ეტაპზე იმყოფებიან.

წინ კიდევ ორი ტურია და ცხადია, ყველაფერს დარჩენილი მატჩები გაარკვევს. ჯგუფების უმეტესობაში დაძაბული ვითარებაა.

1/16 ფინალში გასასვლელად ნიკა ნინუას პაოკ-ი, ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერი“ და ივა გელაშვილის „სპარტა“ იბრძვიან, ხოლო ნიკა კაჭარავას „ლეხს“ ჯერ შანსი არ დაუკარგავს, მაგრამ პლეი-ოფისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

0.116776