ავტოსპორტი

3:33 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი უფრო მეტ რეკორდს უმიზნებს

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონის მეშვიდე ტიტული გაინაღდა, ლუის ჰამილტონი არც ბაჰრეინში აპირებს გასეირნებას. რაც მთავარია, ბაჰრეინშივე „მერსედესთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას განაახლებს.

ბრიტანელ პილოტს სახირის ტრეკზე სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მათგან ბოლოს შარშან მიაღწია. 35 წლის ჰამილტონი და „მერსედესი“ სეზონის ბოლო სამ რბოლაში მაქსიმალური ქულების მოპოვებას აპირებენ.

„ახლა შეგვიძლია, თავს მოდუნების საშუალება მივცეთ, მაგრამ წინ სამი რბოლაა, რომელთა მოგებაც ძალიან მინდა. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება და აღებული ტემპის შენარჩუნება“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც ფ1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მრბოლია. მას აქამდე სეზონში 11 რბოლა არასდროს მოუგია და ამის გაკეთების შანსი ახლა აქვს.

დარჩენილი სამი რბოლიდან, ორი სახირის ტრეკზე ჩატარდება (ბაჰრეინის და სახირის დიდი პრიზები), ერთიც - აბუ დაბიში. სამივე რბოლა ხელოვნური განათების თანხლებით გაიმართება. სამივეს მოგების შემთხვევაში, ჰამილტონს 13 მოგება დაუგროვდბა. ასეთი მიღწევა აქამდე მხოლოდ ორ პილოტს აქვს - მიხაელ შუმახერს და სებასტიან ფეტელს.

ამჟამად ჰამილტონის ანგარიშზე 94 გამარჯვება, 97 პოულ პოზიცია და კვარცხლბეკზე რეკორდული 163 ფინიშია. თუ ის „მერსედესთან“ კონტრაქტს გააგრძელებს, სამივე მაჩვენებელს აუცილებლად გაზრდის.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულების შანსი აქვს „რედ ბულს“, მომდევნო ოთხი ადგილისთვის კი ბრძოლაში „მაკლარენი“, „რენო“, „რეისინგ პოინტი“ და „ფერარი“ არიან. სასწორზე არამხოლოდ ადგილები, შემოსავლებიცაა - მესამე და მეექვსე ადგილებისთვის, გუნდები 90 მილიონი ევროთი განსხვავებულ ანაზღაურებას მიიღებენ.

ბაჰრეინს შარშანდელ რბოლაში ძალიან ძლიერი იყო „ფერარი“, რომლის შარლ ლეკლერმა, საჰირზე კვალიფიკაცია მოიგო და ფინიშსაც პირველი მიაღწევდა, რომ არა ძრავის დაზიანება.

ბაჰრეინსა და აბუ დაბიში, გუნდები (რედ ბული, ალფატაური, ჰაასი) მათში არსებულ ვაკანსიებზე მიწვეულ პილოტებს დაასახელებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114532