ფეხბურთი

2:17 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო: "მარადონა ნეაპოლში წმინდა იანუარზე მნიშვნელოვანია"

„ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა და ევროპა ლიგაზე ხორვატული „რიეკა“ 2:0 დაამარცხა. მატჩი „სტადიო სან პაოლოზე“ წუთიერი დუმილით დაიწყო, ნეაპოლელი ფეხბურთელები კი მოედანზე 10-ნომრიანი მაისურებით გავიდნენ.

რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ დიეგო მარადონას შესახებ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარადონა გარდაიცვალა, მაგრამ არასდროს მოკვდება.

„მე და მარადონას ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს. რამდენჯერმე ერთად ვივახშმეთ. ის გარდაიცვალა, მაგრამ სინამდვილეში არასდროს მოკვდება. შესაძლოა პირად ცხოვრებაში შეცდომა დაუშვა, თუმცა იმდენი არაჩვეულებრივი რა გააკეთა, ყოველთვის ცოცხალი დარჩება. გუშინ აშკარა იყო, რომ ქალაქში სხვა ჰაერი იყო. დიეგო ლეგენდაა, სხვა პლანეტიდან. ის ყოველთვის ჩვენთან დარჩება, უბრალოდ გადაინაცვლა სხვა კომპანიაში, სადაც ბევრი ადამიანია, მათ შორის ჩემი დაც.

ამაზე დიდხანს ვისაუბრებთ, მაგრამ ეს სწორია. მან ხალხს ოცნებები აუხდინა, აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წმინდა იანუარი და ბევრი ადამიანი მის სახელს ატარებს. ყოველ სამ დღეში თამაში გვაქვს და ყოველთვის გავიხსენებთ. ვიმედოვნებთ, რომ რომელიმე მნიშვნელოვან ტიტულს მოვიგებთ და მას მივუძღვნით“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, დიეგო არმანდო მარადონა „ნაპოლიში“ 1984-1991 წლებში თამაშობდა და რასაკვირველია, კლუბის ისტორია მას უკავშირდება.

0.136755