ფეხბურთი

19:16 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ქართულ დერბიში "ტორპედო" დაამარცხა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისმა“ ქართულ დერბიში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

თამაში უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა და თავისუფლად შეიძლებოდა სხვა შედეგი დაფიქსირებული. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ. ნოდარ ქავთარაძემ ყოფილი გუნდის კარში პენალტი ზუსტად დაარტყა და „დინამო“ დააწინაურა. თუმცა, ჩისკოს გუნდის სიხარული ხანმოკლე გამოდგა, სამ წუთში წონასწორობა სტუმრებმა აღადგინეს. ეს მთლიანად გიორგი ფანცულაიას დამსახურებაა, რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა და საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა - 1:1.

„ტორპედო“ ახლოს იყო ქულის მოპოვებასთან, თუმცა, 83-ე წუთზე მეორე პენალტი დაინიშნა და ისევ ქუთათურთა კარში. ამჯერად, გიორგი ჯანელიძემ ცარიელ კარში გასატანად გამზადებული დავით სხირტლაძე წააქცია და თავად ხომ წითელი ბარათი მიიღო და პენალტიც აიკიდა. თერთმეტმეტრიანი ისევ ქავთარაძემ დაარტყა და ამჯერადაც გაიტანა. „დინამომ“ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო წუთზე „ტორპედოს“ ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება შეეძლო, მაგრამ სტუმრებს არ გაუმართლათ დასაფინაო სასტვენიც გაისმა.

„დინამო თბილისმა“ 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ისევ ლიდერობს, ხოლო „ტორპედო“ 16 ქულით მერვე ადგილზეა და პლეი-აუტის ზონაში იმყოფება.

„დინამო თბილისი“ – „ტორპედო“ 2:1 (0:0)

თბილისი, „დინამო არენა“

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე; კოლუსტერი (პერნამბუკო 55), მონხილი (შულაია 80), ბენიო, კობოური; პაპავა, კუხიანიძე (ზარია 61); იაშვილი, ქავთარაძე, ქიმაძე; სხირტლაძე

მწვრთნელი: ჩისკო

ტორპედო (3-4-2-1): შოვნაძე; ადამაძე (გრიგალაშვილი 72), გიორგაძე, მირცხულავა; ტაბატაძე, მარკოვიჩი (ჯანელიძე 16), მამასახლისი, ნადარაია; ივანიშვილი, ციცქიშვილი; ფანცულაია (ფანცულაია 81)

მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია

გოლები: 1:0 ქავთარაძე (64, პენ), 1:1 ფანცულაია (67), 2:1 ქავთარაძე (84, პენ)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111563