ისტორია

9:45 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

26 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1905 - დაიბადა ვიქტორ გოგლიძე. ჭადრაკში პირველი ქართველი ოსტატი (1930) და პირველი საერთაშორისო ოსტატი (1950). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1949), ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებულიმოღვაწე (1957), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1936–1953). ვიქტორ გოგლიძე შეხვედრია ემანუელ ლასკერს, ხოსე რაულ კაპაბლანკას, სალო ფლორს, პაულ კერესს, სამუელ რეშევსკის, ანდრელილიენტალს, მიხეილ ბოტვინიკს, ვასილ სმისლოვს და სხვა კორიფეებს. როცა კაპაბლანკასთან პარტია ყაიმით დასრულდა (1935 წლის მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი), კაპაბლანკას უთქვამს: “ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი მოჭადრაკე ჰყავს”.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1922 - ინგლისის პირველი დივიზიონის ტურის მატჩებში მასპინძელმა გუნდმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოახერხა წარმატების მოპოვება. “ბოლტონ უონდერერსმა” “მანჩესტერ სიტის” 2:1 სძლია. დანარჩენ ცხრა ასპარეზობაში ექვსში სტუმრებმა იმარჯვეს, სამ შეხვედრაში ფრე აღინიშნა. ერთი მატჩი კი უამინდობის გამო გადაიდო.

1941 - მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის მსოფლიოს ამერიკელმა ჩემპიონმა, ბობ რიგზმა პროფესიონალებში გადასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.

1942 - მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისში მიმდინარე რეგიონალური ლიგის მატჩში, ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ჯეკ როულიმ რვა უპასუხო გოლი გაუტანა “დერბი ქაუნთს”.

1956 - საბჭოთა მოცურავე ვიაჩესლავ ივანოვი ოქროს ოლიმპიური მედლით დაჯილდოების ცერემონიალზე სიხარულისაგან ახტა, რის გამოც ჯილდო აუზში ჩავარდა და გაწმენდითი სისტემის მილს გაჰყვა. მედლის პოვნა ვერ მოხერხდა.

1961 - თბილისის “დინამომ” ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში ადგილობრივ “სტრონჯესტს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ზაურ კალოევმა და შოთა იამანიძემ გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაძე, მელაშვილი (ზეინკლიშვილი), ბარქაია (სმირნოვი), კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი (ნიკოლაევი). გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1967 - საბჭოთა კავშირში დაარსდა საფეხბურთო ბომბარდირთა “გრიგორი ფედოტოვის კლუბი”. მისი წევრი ის ფეხბურთელები ხდებოდნენ, რომელთაც ოფიციალურ მატჩებში 100 და მეტი გოლი გაიტანეს. ქართველ ფეხბურთელთაგან კლუბის წევრები ბორის პაიჭაძე (135 გოლი), ავთანდილ ღოღობერიძე (143), ზაურ კალოევი (139), სლავა მეტრეველი (113), გივი ნოდია (113), დავით ყიფიანი (115) და რამაზ შენგელია (161) არიან.

1979 - საერთაშორისო ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 21 წლიანი პაუზის შემდეგ ჩინელ სპორტსმენებს ოლიმპიადებზე გამოსვლის ნება დართო.

1984 - ჰოკეიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა გი ლეფლერმა. იგი 14 წლის განმავლობაში იცავდა “მონრეალ კანადიენსის” ღირსებას და “სტენლის თასის” მფლობელიცაა. ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში გი ლეფლერს გატანილი აქვს 518 შაიბა.

1994 - ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა პოლ მერსონმა გაზეთ “დეილი მირორში” აღიარა, რომ მისდევს აზარტულ თამაშებს, აგრეთვე ალკოჰოლურ სასმელებსა და კოკაინს ეტანება.

1995 - ჩოგბურთში ქალთა შორის Fed Cup-ის 33-ე გათამაშების ფინალში, ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი ვალენსიაში ჩატარდა.

2006 - ნოემბრის ბაშოზე, მონღოლმა იოკოძუნა ასაშორიუმ თხუთმეტივე ორთაბრძოლა მოიგო და “იმპერატორის თასი” მეცხრამეტედ დაისაკუთრა. მან ზედიზედ მეშვიდე ბაშო მოიგო. ამავე ტურნირზე, ქართველმა სუმოისტმა, კოკაიმ მხოლოდ სამი პაექრობის მოგება შეძლო.

2006 - ინგლისელმა ფორვარდმა, უეინ რუნიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ის კლუბში 2012 წლამდე დარჩება.

2007 - გერმანული საფეხბურთო კლუბ “ალმუნიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გვიდო ბუხვალდი გადააყენეს.

2007 - “ბარსელონას” არგენტინელი ნახევარმცველი, ლეო მესი 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის, 2006-2007 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მესის, გამოცემა Guerin Sportivo-ს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცა.

2008 - თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ბრემენის “ვერდერს” 2:2 დაუზავდა და ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ წაუგებელ შეხვედრათა სერია 40-მდე გაზარდა.

2012 - 2012-13 წლების რეგულარულ გათამაშებაში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა ზაზაფაჩულიამ.“ატლანტამ” საკუთარ არენაზე გამარჯვება იზეიმა – 104:93. ფაჩულიამ პარკეტზე სოლიდური 36:41 წუთი დაყო და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა (9–დან 7 ორქულიანი, 7–დან 5 საჯარიმო), 12 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 1 ჩაჭრა მოიპოვა.

2012 - “ბოსტონის” გამთამაშებელმა რაჟან რონდომ ნბა-ს მიჯრით 37 შეხვედრაში თანაგუნდელებს 10 და მეტი პასი გადააწოდა. ამ შედეგით რონდომ გაიმეორა “იუტას” ლეგენდარული გამთამაშებლის, ჯონ სტოქტონის მიღწევა. რეკორდული სერია კი ეკუთვნის “ლეიკერსის” ყველა დროის საუკეთესო “დირიჟორს” - მეჯიქ ჯონსონს (46).

2013 - “სელტიკთან” გლაზგოში “მილანის” სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა არცერთი ფეხბურთელი, რომლის მაისურზეც პირველიდან თერთმეტამდე ნომერი იყო გამოსახული. ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ მოხდა. აქამდე, იგივე დაფიქსირებული “ვალენსიასა” (2006 წელს) და “არსენალის (2009 წელს) შემთხვევებში იყო.

2013 - ამსტერდამში ”აიაქსთან”გამართულ შეხვედრაში (2:1) “ბარსას” 25-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. გარდა ამისა, “აიაქსი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ტატა მარტინოს “ბარსელონა” დაამარცხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1903 - გიორგი ზნამენსკი. რუსი მძლეოსანი. საშუალო და გრძელ დისტანციებზე რბენაში არაერთი ტურნირის გამარჯვებული. სერაფიმ ზნამენსკის ძმა. 1958 წლიდან მოსკოვში “ზნამენსკების მემორიალი” ტრადიციული ტარდება.

1905 - ვიქტორ გოგლიძე. ჭადრაკში პირველი ქართველი ოსტატი (1930) და პირველი საერთაშორისო ოსტატი (1950). სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1949), ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებულიმოღვაწე (1957), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1936–1953). ვიქტორ გოგლიძე შეხვედრია ემანუელ ლასკერს, ხოსე რაულ კაპაბლანკას, სალო ფლორს, პაულ კერესს, სამუელ რეშევსკის, ანდრელილიენტალს, მიხეილ ბოტვინიკს, ვასილ სმისლოვს და სხვა კორიფეებს. როცა კაპაბლანკასთან პარტია ყაიმით დასრულდა (1935 წლის მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი), კაპაბლანკას უთქვამს: “ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი მოჭადრაკე ჰყავს”.

1911 - სამუელ რეშევსკი. მოჭადრაკე. ამერიკელი დიდოსტატი.

1913 - ფოი დრეიპერი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1936 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1931 - ჯულიანო ჩენალ-მინუცო. იტალიელი მოთხილამურე. სწრაფდაშვებაში 1952 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1934 - ლუდმილა შევცოვა. საბჭოთა მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1937 - ლიუ ლაკრო. ფრანგი მოთხილამურე. 1964 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1945 - მიხაილ ვორონინი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1968 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ორი, ვერცხლის ოთხი და ბრინჯაოს მედლები.

1947 - სარქის სარხაიანი. ბათუმელი მაგიდის ჩოგბურთელი. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო მაგიდის ჩოგბურთელი. მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს მედლების მფლობელი. საბჭოთა კავშირის 28-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და გუნდურ შეჯიბრებებში. იყო იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამჟამად მუშაობს სლოვენიაში.

1948 - გალინა პროზუმენშიკოვა. საბჭოთა მოცურავე. 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1952 - ვენდი თარნბელი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი. 1979 და 1982 წლებში, წყვილთა თანრიგში მოიგო უიმბლდონის ტურნირი.

1964 - ვრენი შნაიდერი. შვეიცარიელი სამთომოთხილამურე. 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

0.117393