ავსტრალიის ღია პირველიბის დაწყება, სავარაუდოდ 1-2 კვირით გადაიწევს. ამის მიზეზი კი, ისევ და ისევ, კორონავირუსის პანდემიაა, რომლის მეორე ტალღაც ახლა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ტურნირის მასპინძელ მელბურნსა და შტატ ვიქტორიაში ბობოქრობს.
ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით, ATP-ს და WTA-ს ხელმძღვანელობა, ტენის ავსტრალიასა და შტატის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რისი მთავარი საკითხი, სწორედ ტურნირის დაწყების თარიღის გადატანაა. ახლანდელი კალენდრის შესაბამისად, სეზონის დიდი სლემის პირველი ტურნირი 18-31 იანვარს უნდა ჩატარდეს.
შტატ ვიქტორიას სპორტის და ტურიზმის მინისტრი მარტინ პაკულა ამბობს, რომ ტურნირის დაწყების თარიღის 1-2 კვირით გადატანის გარდა, სხვა ვარიანტებიც განიხილება. მათ შორის, ტურნირის გაუქმება, ან უფრო გვიან გამართვის შესაძლელობა. ამასთან, 1-2 კვირით გადატანა ყველაზე შესაძლებელი ვარიატია.
პაკულას თქმით, ვინც შტატ ვიქტორიაში მიემგზავრება, სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. ის ვარაუდობს, რომ ახალი თარიღი, ამჟამინდელთან ახლოს იქნება. და ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.