ფეხბურთი

11:04 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

123-წლიან ისტორიაში პირველად: "იუვემ" მეკარისა და დაცვის პოზიციაზე იტალიელის გარეშე ითამაშა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „იუვენტუსმა“ „ფერენცვაროში“ მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოფიციალურად მოიპოვა.

თუმცა, ეს თამაში ისტორიას მაინც სხვა კუთხით შემორჩა. საქმე ისაა, რომ „იუვემ“ არსებობის 123-წლიან ისტორიაში პირველად ითამაშა უკანა ხაზში (მეკარე და დაცვა) იტალიელი ფეხბურთელის გარეშე.

უნგრეთის ჩემპიონთან „ბებერი ქალბატონის“ კარს პოლონელი ვოიცეხ შჩესნი იცავდა, ხოლო დაცვაში ბრაზილიელები დანილო და ალექს სანდრო, კოლუმბიელი ხუან კუადრადო და ნიდერლანდელი მატიას დე ლიხტი თამაშობდნენ. Tuttosport-ი წერს, რომ ამ ორ რგოლში აქამდე ერთი იტალიელი მაინც იყო მოედანზე შავ-თეთრი მაისურით.

ნიშანდობლივია, რომ „იუვენტუსი“ ყოველთვის გამოირჩეოდა შემადგენლობაში იტალიელი ფეხბურთელების სიმრავლით და ამინდსაც ძირითადად ისინი ქმნიდნენ. შედეგად, იტალიის ნაკრების საბაზისო გუნდიც ყოველთვის „იყვე“ იყო, თუმცა ბოლო წლებში კლუბმა გეზი აშკარად შეიცვალა და ზოგადად, შემადგენლობაში არც ისე ბევრი იტალიელია.

კონკრეტულად „ფერენცვაროშთან“ ძირითადში ერთი იტალიელი იყო, ოღონდ შემტევი ფედერიკო ბერნარდესკი. ცნობისთვის, უნგრულ გუნდთან ტრავმების გამო ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი განაცხადში არ იყვნენ და 123-წლიანი ისტორიის დასრულებაც დიდი ალბათობით, ამან გამოიწვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1152