ფეხბურთი

20:48 | 24.11.2020 | ნანახია 822 - ჯერ

"კრასნოდარმა" გულშემატკივრებს "სევილიას" კარში ოქრიაშვილის დაუვიწყარი გოლი გაახსენა (+VIDEO)

რუსული "კრანსოდარი" ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში "სევილიას" უმასპინძლებს და ამ გუნდთან დაპირისპირება მისთვის უცხო არაა. 2018-2019 წლების სეზონში ისინი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და რუსებმა 2:1 მოიგეს.

მაშინ მატჩის მიწურულს გადამწყვეტი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, რომელმაც ფანტასტიკურ სტილში, "მაკრატელა" დარტყმით გამოიჩინა თავი. "კრასნოდარმა" სოციალურ ქსელში თორნიკეს გოლი გაიხსენა და თან მისი კომენტარიც გამოაქვეყნა.

"ოქრიმ" ყოფილ გუნდს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ "კრასნოდარი" "სევილიას" დამარცხებას ისევ მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:08 | 24.11.2020
Mateus (: (356)

ნუ შეე***თ გაანიავა გაანიავათი. ეს მისი პირადი საქმეა. ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს და მხოლოდ ამიტომ მიყვარს და ვაფასებ. ნაკრების ლიდერია მოედანზეც და მის მიღმა კიდე უფრო მეტად. კი იქნებოდა ეს ევროპის ჩემპიონატი მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი, თუმცა მჯერა მსოფლიოზე გავალთ და ეგრე არა, ცარიელ სტადიონზე,არამედ გადაჭედილ სტადიონზე ზღვა ემოციებით და თორნიკე 29-30 წლის იქნება ამ პერიოდისთვის. მჯერა კიდევ ულიდერებს ნაკრებს და იმაზე უფრო უკეთესი იქნება თვითონაც,ვიდრე აქამდე იყო.

21:22 | 24.11.2020
qomagi (1575)

ეჰ ოქრი, რა ფორმაში იყავი და ახლა რა ფორმაში ხარ? ამ ბიჭმაც დიდი პოტენციალი გაანიავა უდისციპლინობისა და სხვა წვრილმანი პრობლემების გამო, თორემ გაცილებით დიდ ფეხბურთს ითამაშებდა.

0.141627