ფეხბურთი

20:08 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" "ინტერთან" მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს მილანის „ინტერთან“ საკადრო პრობლემებით ხვდება. ზინედინ ზიდანის გუნდი იტალიაში სერხიო რამოსისა და კარიმ ბენზემას გარეშე გაემგზავრა.

ორივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს. ასევე ტრავმირებულია არიან ფედერიკო ვალვერდე, ხოლო ლუკა იოვიჩს კორონავირუსი აქვს.

„რეალს“ სამი ტურის თავზე ჯგუფში 4 აქვს, ხოლო „ინტერს“ – 2. ამ გუნდების დაპირისპირება 25 ნოემბერს, 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12511