ფეხბურთი

18:53 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე "ტოტენჰემის" მატჩს ქართველები იმსაჯებენ

26 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. ლონდონში ადგილობრივი "ტოტენჰემი" ბულგარულ "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, გიორგი ვადაჭკორია იქნება.

​ევროპა ლიგის მატჩებამდე, 24 ნოემებრს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება, ორ შეხვედრას უეფას ოფიციალური წარმომადგენლის რანგში სფფ-ის ლიცენზირების მენეჯრი ბაქარ ჟორდანია და მსაჯთა აკადემიის მენეჯერი ლევან ფანიაშვილი მოემსახურებიან.

ბაქარ ჟორდანია "რუაზონ პარკზე" გასამართი "რენი" ლონდონის "ჩელსის" შეხვედრის დელეგატი იქნება, ლევან ფანიშვილი კი, "კრასნოდარი" - "სევილიას" მატჩზე მსაჯთა დამკვირკვებლის სტატუსით იმუშავებს.

GFF.GE

0.114423