ფეხბურთი

15:46 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ დაშავებული პიკეს გამო შესაძლოა გარაი დაიმატოს

„ვალენსიის“ ყოფილი არგენტინელი მცველი, ესეკიელ გარაი, „ბარსელონამ“ შესაძლოა ტრავმირებული ჟერარ პიკეს მაგიერ დაიმატოს - გვამცნობს El Chiringuito.

შეგახსენებთ, რომ პიკე პრიმერას მე-10 ტურის მატჩში, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ დაშავდა. მცველი 62-ე წუთზე შეცვალეს. გამოკვლევების შემდეგ მას კუნთის ძლიერი დაჭიმულობა და მარჯვენა მუხლის ტრავმა დაუდგინეს. მას სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაუცდება.

34 წლის გარაის გასულ ზაფხულს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და მოლაპარაკების შემთხვევაში კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112079