ფეხბურთი

14:37 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს "პარი სენ ჟერმენში" დარჩენა აღარ სურს

საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს პსჟ-ში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ სურს. მისი სურვილი მადრიდის „რეალში“ გადასვლაა.

თავის მხრივ კლუბს სამი ფეხბურთელის - ნეიმარის, ანხელ დი მარიას და მბაპეს შენარჩუნება უნდა და მათთან სპორტული დირექტორი ლეონარდო მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მბაპეს დამატების სურვილი „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც არაერთხელ გამოთქვა, ახლა კი ის თავად აპირებს ფეხბურთელთან დალაპარაკებას.

კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში კი მან ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 9 შეხვედრა ჩაატარა და ამდენივე გოლის გატანა მოახერხა.

0.131318