თამაშგარე

13:47 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სუზი კორტესი ლეო მესის ემუქრება

ადრეც გაუწყებდით ბრაზილიელი მოდელის სუზი კორტესის შესახებ, რომელმაც თავისი ბრაზილიური წარმოშობა არად ჩააგდო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელი ლაიონელ მესი მიიჩნია და მისი ეს სიყვარული არც მეტი არც ნაკლები საკუთარ სხეულზე მესის სახის ამოსვირინგებით გაამტკიცა.

ახლა ბრაზილიელი ლამაზმანი უკვე ერთგვარ მუქარაზეა გადასული და თავის არგენტინელ კუმირს ემუქრება, რომ თუკი იგი გაბედავს და კატალონიის “ბარსელონას“ დატოვებს, სხეულიდან მესის სახეს არამხოლოდ წაიშლის, არამედ შესაძლებელია მის მიმართ მიძღვნილი უწმაწური სიტყვებიც კი დაიწეროს.

კუმირის შესაძლო “ღალატის“ გამო შურისძიების იარაღად საკუთარი სხეულის გამოყენება რამდენად სწორი და ლოგიკურია - მოდით ეს მკითხველმა განსაჯოს. ისე კი, ლეო მესის თავ-პირის ტანზე გამოსახვით და მერე ამ გამოსახულების წაშლის მუქარით სუზი კორტესმა გვარიანი თვითპიარ-აქცია რომ აწარმოა -ცხადია..

0.106764