სამკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება დღეს განახლდება და ოთხ ქვეჯგუფში მეოთხე ტურის რვა მატჩი გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს გასული სეზონის ნახევარფინალის რიმეიქი იქცევს პსჟ-სა და „ბარსელონას“ შორის, თანაც სატურნირო დატვირთვაც დიდი გააჩნია.
E ჯგუფში დიდი შანსია, რომ ყველაფერი დღეს დასრულეს. „ჩელსის“ და „სევილიას“ შანსი აქვთ, რომ მერვედფინალის საგზური გააფიციალურონ. მითუფრო, რომ ორივე გუნდი ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაშობენ. განვლილმა ტურებმა ნათლად გამოაჩინა, რომ ესპანური და ინგლისური გუნდები დებიუტანტებსა, „რენსა“ და „კრასნოდარს“ ერთი თავით აღატებიან. წესით, რუსებიც და ფრანგებიც ჯგუფში მოხვედრით კმაყოლები უნდა იყვნენ და ევროპა ლიგის საგზურსაც ერთმანეთში გაითამაშებენ.
F ჯგუფში რომის „ლაციო“ „ზენიტს“ მასპინძლობს და იტალიელებისთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. 3 ქულა სიმონე ინძაგის გუნდს პრაქტიკულად პლეი-ოფში გაიყვანს. მეორეს მხრივ, „ზენიტისთვის“ მარცხი ყველაფრის დასასრული იქნება და იტალიაში წაგების უფლება არ აქვს. ამავე ჯგუფში „დორტმუნდი“ „ბრიუგესთან“ გამოკვეთილი ფავორიტია და წესით გერმანულ გუნდს ბელგიელთა წინააღმდეგ განსაკუთრებული პრობლემები არ უნდა შეექმნას.
G ჯგუფში ორი ფავორიტია - „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ძალიან ახლოს არიან მერვედფინალთან და დღეს გამარჯვება ამ საკითხს ოფიციალურად დაადასტურებს. მეტიც, თითო ქულაც მათთვის სრულად საკმარისი იქნება. „ბარსელონა“ კიევში „დინამოს“ სტუმრობს და გადახალისებული შემადგენლობით. გარდა იმისა, რომ რონალდ კუმანის გუნდში ტრავმიანობაა, მან ლიონელ მესის და ფრენკი დე იონგის დასვენება გადაწყვიტა. ისინი გუნდს უკრაინაში საერთოდ არ გაჰყოლიან. „იუვენტუსი“ კი შინ ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ დაუხვდება და კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლების მოლოდინშია.
დღევანდელი სათამაშო დღიდან ყველაზე დიდი მოლოდინი მაინც H ჯგუფშია, სადაც არაფერია გარკვეული და მეოთხე ტურს უდიდესი დატვირთვა გააჩნია. წინა ტურში „მანჩესტერი“ თურქეთში „ბაშაკშეჰირთან“ დამარცხდა და კარგად დაწყებული საქმე ოდნავ გაირთულა, ხოლო სტამბოლელებმა ისტორიაში პირველი თამაში მოიგეს ჩემპიონთა ლიგაზე და მათი მოტივაცია გაიზარდა. მოგეხსენებათ, ჯგუფში „მანჩესტერს“ და „ლაიფციგს“ 6-6, ხოლო პსჟ-სა და „ბაშაკშეჰირს“ 3-3 ქულა აქვთ. დღის ცენტრალურ შეხვედრაში შარშანდელი ნახევარფინალისტები ხვდებიან, „პარი სენ ჟერმენი“ „ლაიფციგს“ უმასპინძლებს, რომელსაც ნახევარფინალში მოუგო, მაგრამ ამას მნიშვენლობა არ აქვს, მითუფრო, რომ სამი კვირის წინ გერმანიაში მარცხი განიცადა. ტომას ტუხელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ დღეს თუ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდება. მეორეს მხრივ, იულიან ნაგელსმანის ძალიან კარგი „ლაიფციგი“, რომელსაც დიდი ამბიციები გააჩნია და არაფრის დათმობას ადვილად არ აპირებს. ფაქტია, „პარკ დე პრენსზე“ დამარცხებული გუნდის შანსი ძალზე შემცირდება, ხოლო გამარჯვებული პირიქით - მერვედფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.
E ჯგუფი
„კრასნოდარი“ – „სევილია“
„კრასნოდარი“ (4-5-1): გოროდოვი; სმოლნიკოვი, მარტინოვიჩი, სოროკინი, ჩერნოვი; ვილენა, გაზინსკი, სულეიმანოვი, კლაესონი, კაბელა; ბერგი
„სევილია“ (4-3-3): ვაცლიკი; კუნდე, გუდელი, დიეგო კარლოსი, ესკუდერო; ფერნანდო, რაკიტიჩი, ჯორდანი; მუნირი, დე იონგი, ოკამპოსი
„რენი“ – „ჩელსი“
„რენი“ (4-3-3): გომისი; ტრაორე, და სილვა, ოგერი, მუასა; კამავინგა, ნზონზი, ბურიჟე; დოკუ, ჟირასი, ტერიე
„ჩელსი“ (4-3-3): მენდი; ჯეიმსი, ტიაგო სილვა, ზუმა, ჩილველი; მოუნთი, ჟორჟინიო, კანტე; ზიეჩი, აბრაჰამი, ვერნერი
F ჯგუფი
„ლაციო“ – „ზენიტი“
„ლაციო“ (3-5-2): რეინა; პატრიკი, აჩერბი, რადუ; ლაძარი, პაროლო, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, მარუშიჩი; კორეა, იმობილე
„ზენიტი“ (4-5-1): კერჟაკოვი; კარავაევი, ლოვრენი, რაკიცკი, დუგლას სანტოსი; ოზდოევი, ბარიოსი, კუზიაევი, ეროხინი, მალკომი; ძიუბა
„დორტმუნდი“ – „ბრიუგე“
„დორტმუნდი“ (3-4-3): ბიურკი; ემრე ჯანი, ჰუმელსი, აკანჯი; მუნიე, დაუდი, ვიტსელი, გერეირო; სანჩო, რეინა, ჰოლანდი
„ბრიუგე“ (3-5-2): მინოლე; დელი, კოსონო, მატა; ვანაკენი, ვორმერი, რიცი, დე კეტელარე, დიატა; ლანგი, კრმენჩიკი
G ჯგუფი
„დინამო“ – „ბარსელონა“
„დინამო“ (4-5-1): ბუშჩანი, კედზიორა, ზაბარნი, მიკოლენკო, კარავაევი; შაპარენკო, შეპელიევი, გარმაში, ბუიალსკი, დე პენა; სუპრიაჰა
„ბარსელონა“ (4-2-3-1): ტერ შტეგენი; დესტი, ლენგლე, მინგესა, ალბა; პიანიჩი, ალენა; დემბელე, კოუტინიო, ტრინკაო; გრიზმანი
„იუვენტუსი“ – „ფერენცვაროში“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დანილო, დე ლიხტი, ალექს სანდრო; კულუშევსკი, მაკკენი, არტური, ბერნარდესკი; დიბალა, რონალდუ
„ფერენცვაროში“ (4-3-3): დიბუში; ლოვრენშიში, ბლაჟიჩი, კოვაჩევიჩი, ჰეისტერი; სიგერი, ხარატინი, სომალია; უზუნი, ბოლი, ნგუენი
H ჯგუფი
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ბაშაკშეჰირი“
„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-2-3-1): დე ხეა; ვან-ბისაკა, ტუანზებე, მაგუაირი, ტელეში; მაკტომინეი, ფრედი; მატა, ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი; მარსიალი
„ბაშაკშეჰირი“ (4-3-3): გიუნოკი; რაფაელი, შკრტელი, ეპურანუ, ბოლინგოლი; ტოპალი, კაჰვეჯი, ტეკდემირი; ტურუჩი, ბა, ვისჩა
„პარი სენ ჟერმენი“ – „ლაიფციგი“
„პარი სენ ჟერმენი“ (4-4-2): ნავასი; ფლორენცი, მარკინიოსი, დიალო, ბაკერი; დი მარია, ერერა, პარედესი, ნეიმარი; კინი, მბაპე
„ლაიფციგი“ (4-5-1): გულაშჩი; ადამსი, უპამეკანო, კონატე, ანხელინო; კამპლი, ზაბიცერი, ნკუნკუ, ოლმო, ფორსბერგი; პოულსენი