ფეხბურთი

0:29 | 24.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი EA Sport-ის წინააღმდეგ: "რა უფლებით იყენებთ ჩემს სახელს, გამოძიების დროა"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანზე ბრწყინავს, მაგრამ არც სოციალურ ქსელში იკლებს ყურადღებას. ამჯერად 39 წლის შვედმა FIFA EA Sport-ს შეუტია.

როგორც ზლატანმა განაცხადა, ისინი წლებია მის ხარჯზე ფულს გამოიმუშავებენ და დროა ამ ყველაფერს წერტილი დაესვას.

„ვინ მისცა FIFA EA Sport-ს ჩემი სახელისა და სახის გამოყენების ნებართვა? FIFPro-მ? მე არ ვიცი ვარ თუ არა FIFPro-ს წევრი და თუ ვარ, ჩემთან შეთანხმების გარეშე, უცნაური მანევრის საშუალებით. წლებია ვიღაც ჩემი ნებართვის გარეშე ფულს შოულობს, მე არასდროს მიმიცია მათთვის ჩემი სახელისა და სახის გამოყენების უფლება. გამოძიების დროა“, - დაწერა ზლატანმა სოციალურ ქსელში.

0.118018