ფეხბურთი

17:16 | 23.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვის პოსტი შეირყა: გერმანიაში საგანგებო თათბირი დაიგეგმა

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლოა იოაჰიმ ლიოვი გაათავისუფლონ. Bild-ის ცნობით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ 4 დეკემბერს საგანგებო თათბირი ჩანიშნა, სადაც ლიოვის საკითხზე იმსჯელებენ.

„შეფასდება და განიხილება შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ესპანეთთან ისტორიულ მარცხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიოვი გერმანიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2006 წლიდან მუშაობს და მისი პოსტი აქამდე ურყევი იყო. „ბუნდესნაკრებთან“ გამოცდილ სპეციალისტს კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი ლიოვის ნაკრებში დარჩენის მომხრეა, მაგრამ გულშემატკივრებს მისი გათავისუფლება სურთ, ხოლო შემცვლელად „ლივერპულის“ მწვრთნელი იურგენ კლოპი ან „ბაიერნის“ თავკაცი ჰანს-დიტერ ფლიკი ესახებათ.

0.064648